კონფიდენციალურობის პოლიტიკა
აქ წერია, რა მონაცემს ვაგროვებთ, რატომ, რამდენ ხანს ვინახავთ და ვის გადაეცემა. ვაგროვებთ მხოლოდ იმას, რაც სერვისის მუშაობას სჭირდება.
1. ვინ ვართ
მონაცემთა დამმუშავებელია mykod.store. საკონტაქტო ინფორმაცია ამ გვერდის ბოლოშია.
2. რა მონაცემს ვაგროვებთ
- ანგარიში: ელფოსტა და პაროლი. პაროლს ღიად არ ვინახავთ — მხოლოდ შეუქცევადი ჰეშის სახით, ორიგინალის აღდგენა შეუძლებელია.
- ტელეფონის ნომერი — არასავალდებულო. თუ მიუთითებთ, გამოიყენება ნომრის დადასტურებისთვის, SMS-კოდით შესვლისთვის, პაროლის აღდგენისა და ორსაფეხიანი დაცვისთვის. ერთჯერადი კოდი ბაზაში ღიად არ ინახება.
- შეკვეთები: რა შეიძინეთ, როდის, რა თანხად და შეკვეთის სტატუსი.
- ჩამოტვირთვები: როდის ჩამოტვირთეთ ნაყიდი ფაილი — ლიმიტის დასაცავად და დავის შემთხვევაში გადასამოწმებლად.
- ტექნიკური მონაცემი: IP-მისამართი და მოთხოვნის დრო — მხოლოდ თავდასხმებისა და სპამის შესაზღუდად.
- დეველოპერის მონაცემი: თუ პლატფორმაზე ყიდით — იურიდიული სახელი, საიდენტიფიკაციო ნომერი და საბანკო ანგარიში, ანაზღაურების გადასარიცხად.
- შეფასებები: ტექსტი და ქულა. სიაში ავტორის ელფოსტა სრულად არ ჩანს.
3. რას არ ვაგროვებთ
ბარათის მონაცემს — ნომერს, ვადას, CVV-ს — არასოდეს ვხედავთ და არ ვინახავთ. გადახდა მთლიანად ბანკის მხარეს სრულდება; ჩვენ მხოლოდ დადასტურებას ვიღებთ, რომ თანხა ჩაირიცხა. ასევე არ ვაგროვებთ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს და არ ვაწარმოებთ პროფაილინგს სარეკლამო მიზნით.
4. რატომ ვამუშავებთ
- ხელშეკრულების შესასრულებლად — შეკვეთის მიღება, მიწოდება, ანგარიშსწორება;
- კანონის მოთხოვნით — საბუღალტრო და საგადასახადო ვალდებულებები;
- ლეგიტიმური ინტერესით — უსაფრთხოება, თაღლითობისა და სპამის აღკვეთა;
- თქვენი თანხმობით — ნომრის დადასტურება და SMS-შეტყობინებები.
5. ვის გადაეცემა
- ბანკს — გადახდის შესრულებისთვის.
- SMS-ოპერატორს (uBill) — მხოლოდ ტელეფონის ნომერი და შეტყობინების ტექსტი, კოდის მისაწოდებლად.
- Google-სა და GitHub-ს — მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი ანგარიშით შემოხვალთ; ჩვენ მათგან ელფოსტას ვიღებთ.
- დეველოპერს — გაყიდვის ფაქტი და თანხა. მყიდველის ელფოსტა დეველოპერს არ გადაეცემა.
- უფლებამოსილ ორგანოს — მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
მონაცემს არავის ვყიდით და სარეკლამო მიზნით მესამე პირს არ გადავცემთ.
6. რამდენ ხანს ვინახავთ
- ანგარიშის მონაცემი — სანამ ანგარიში არსებობს;
- შეკვეთები და ანგარიშსწორება — კანონით დადგენილი ვადით (საბუღალტრო ჩანაწერები);
- ჩამოტვირთვის ჩანაწერი — ჩამოტვირთვის უფლების ვადის (30 დღე) და დავის განხილვის ფარგლებში;
- ერთჯერადი კოდები — რამდენიმე წუთი, გამოყენებისთანავე უქმდება;
- IP-ჩანაწერები — მოკლე პერიოდი, ლიმიტების დათვლის ფარგლებში.
7. Cookie
ვიყენებთ მხოლოდ ტექნიკურად აუცილებელ cookie-ს: სესიის იდენტიფიკატორს, რომ ავტორიზაცია და კალათა შენარჩუნდეს. სარეკლამო და მესამე მხარის მიმდევნელ cookie-ს არ ვაყენებთ.
8. თქვენი უფლებები
გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემის ასლი, შესწორება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა, ასევე გაითხოვოთ თანხმობა. მოთხოვნას განვიხილავთ ერთი თვის ვადაში. გასათვალისწინებელია, რომ საბუღალტრო ჩანაწერების წაშლას კანონი გვიზღუდავს.
მოთხოვნისთვის მოგვწერეთ info@mykod.store-ზე.
9. უსაფრთხოება
საიტი მუშაობს დაშიფრულ კავშირზე (HTTPS). პაროლი ჰეშირებულია, ერთჯერადი კოდები — ასევე. გასაყიდი ფაილები ვებგვერდის საჯარო საქაღალდის მიღმაა და მხოლოდ ნაყიდის შემდეგ გაიცემა. ანგარიშის დამატებით დასაცავად შეგიძლიათ ჩართოთ ორსაფეხიანი დადასტურება SMS-კოდით.
10. ცვლილებები
პოლიტიკის განახლებისას ახალი ვერსია ქვეყნდება ამ გვერდზე. არსებითი ცვლილების შემთხვევაში მომხმარებლებს ვაცნობებთ.
11. კონტაქტი
- ტელეფონი
- +995 500 99 24 99
- ელფოსტა
- info@mykod.store
- ვებგვერდი
- mykod.store