ყველა პროდუქტი

uBill SMS — WooCommerce

შეკვეთის სტატუსზე ავტომატური SMS, ადმინის შეტყობინება ახალ შეკვეთაზე, ანგარიშის მოვლენები და მიწოდების ქრონოლოგია — WooCommerce-ის მაღაზიისთვის.

Hello Div

პროექტის ნაწილი: uBill

კატეგორია პლაგინი / მოდული
პლატფორმა WooCommerce 7+ · WordPress 6+
ვერსია 1.0.0
მიწოდება ZIP არქივი · 51.2 KB

რას აკეთებს

ფუნქციასადრას იძლევა
შეკვეთის სტატუსიავტომატურადშვიდივე სტატუსს საკუთარი ჩამრთველი და შაბლონი აქვს
ადმინის შეტყობინებაავტომატურადახალი შეკვეთა მაღაზიის ნომრებზე, რამდენიმეზე ერთდროულად
ანგარიშის მოვლენებიავტომატურადრეგისტრაცია და პაროლის შეცვლა — უსაფრთხოების შეტყობინება
შაბლონებიადმინში18 ადგილმჭერი, ჩასმა ერთი დაწკაპუნებით
ბალანსი და ტესტიადმინშიდარჩენილი SMS და სატესტო გაგზავნა ერთი ღილაკით
ჟურნალიადმინშიყოველი გაგზავნა სრული ტექსტითა და მიწოდების ქრონოლოგიით

checkout-ს არ აყოვნებს

SMS-ის გაგზავნა ქსელური მოთხოვნაა. თუ ის შეკვეთის შენახვის ნაკადში ჩაჯდა, მყიდველი ოპერატორის პასუხს ელოდება — და როცა uBill ნელია, „გადახდის დასრულების" გვერდიც ნელია.

ამ პლაგინში გაგზავნა ფონურ დავალებად ინიშნება. შეკვეთა ინახება, გვერდი მაშინვე ბრუნდება, SMS კი წამებში მიდის. თუ საიტზე WP-Cron გამორთულია, პლაგინი ამას თვითონ ამჩნევს და ადმინს აფრთხილებს — ჩუმად დაგვიანება არ ხდება.

SMS-ის ჩავარდნა შეკვეთას არასოდეს ტეხს. ყველა გამონაკლისი იჭერა და ჟურნალში ჩაიწერება; WooCommerce-მდე არ ადის.


WooCommerce ზოგჯერ ჯერ ცარიელ შეკვეთას ინახავს და პროდუქტს მერე ამატებს. გულუბრყვილო პლაგინი სწორედ იმ მომენტში ისვრის ადმინის შეტყობინებას და მაღაზიის მფლობელს „ახალი შეკვეთა — 0.00 ₾" მიდის.

ეს პლაგინი შეკვეთის გაფორმების hook-ს უსმენს (კლასიკურსაც და Blocks-ისასაც), ცარიელ ჩანაწერს ტოვებს და შეკვეთაზე ერთ შეტყობინებას აგზავნის — რომელი გზითაც უნდა შეიქმნას იგი.


ქართული ტექსტი GSM-7-ში არ ჯდება და UCS-2-ით იგზავნება — ერთი SMS 160-ის ნაცვლად 70 სიმბოლოა. პლაგინი ყოველ შაბლონთან იქვე გიწერს კოდირებას, სიმბოლოების რაოდენობასა და სეგმენტებს, და ტექსტის კრეფისას ცოცხლად განაახლებს. ორ სეგმენტზე მეტი წითლდება — რომ შემთხვევით სამმაგი ფასი არ გადაიხადო.


uBill-ის ანგარიშის მოთხოვნა მხოლოდ სტატუსს აბრუნებს, დროის გარეშე — ოპერატორის ნამდვილი დრო callback-ში მოდის. პლაგინი callback-ის მისამართს ყოველ გაგზავნას თვითონ აყოლებს, ამიტომ ჟურნალში სამივე საფეხური თავისი დროით ჩანს:

გადავეცით uBill-ს      27.08.2026 13:12:04
ოპერატორმა გააგზავნა   27.08.2026 13:12:08
აბონენტს მიუვიდა       27.08.2026 13:12:21

მწკრივზე დაწკაპუნება შლის სრულ ტექსტს, კოდირებას, სეგმენტებსა და smsID-ს. სად დრო ტილდითაა, ის ჩვენი გამოკითხვის მომენტია და არა ოპერატორის — მიახლოებითს ზუსტად არ ვასაღებთ.


uBill-ის უარი ხშირად კონკრეტულ მიზეზს შეიცავს. პლაგინი მას არ ყლაპავს: ქართული ახსნის გვერდით ოპერატორის ორიგინალი ტექსტიც წერია.

uBill-მა სერვერის IP არ დაუშვა. ეს მისამართი uBill-ის კაბინეტში
თეთრ სიაში უნდა შეიყვანო. (185.189.209.100 IP address is not allowed)

ანუ ჩანს არა მარტო „რაღაც ვერ გამოვიდა", არამედ რომელი მისამართი დაამატო.


  • API გასაღები კოდში არსად წერია — ინახება wp_options-ში, ინტერფეისში კი დახურულ ველშია.
  • მოთხოვნა WordPress-ის HTTP API-ით მიდის — პირდაპირი cURL-ის გარეშე; საიტის proxy და timeout-ის პარამეტრები პატივდებულია.
  • ყოველი ფორმა nonce-ითა და manage_woocommerce უფლებით არის დაცული, გამოტანა კი სრულად ეკრანირებული.
  • callback-ის გასაღები ცალკეა — API-ის გასაღები URL-ში არასოდეს გადის; შეუსაბამო გასაღები 400-ს იღებს.
  • ყველა SQL მომზადებული მოთხოვნაა ($wpdb->prepare).
  • ჩუმი ჩავარდნა არ არსებობს — ყოველ უარს ჟურნალში მიზეზი უწერია.

HPOS

პლაგინი შეკვეთას მხოლოდ WC_Order-ის საჯარო მეთოდებით კითხულობს, wp_posts-ს პირდაპირ არსად ეხება, და custom_order_tables თავსებადობას ცხადად აცხადებს. ძველ და ახალ საცავზე ერთნაირად მუშაობს.


რარამდენი
WordPress6.0 და ზემოთ
WooCommerce7.0 და ზემოთ (HPOS მხარდაჭერილია)
PHP8.0+, გაფართოებით mbstring
uBillანგარიში API გასაღებითა და დამტკიცებული გამგზავნის სახელით

uBill გაგზავნას მხოლოდ თეთრ სიაში შეყვანილი IP-დან უშვებს — საიტის სერვერის მისამართი uBill-ის კაბინეტში უნდა დაამატო.


  1. Plugins → Add New → Upload Plugin — ატვირთე არქივი და ჩართე.
  2. WooCommerce → uBill SMS → კავშირი — ჩასვი API გასაღები, დააჭირე „ბრენდების ჩამოტვირთვას" და აირჩიე გამგზავნი.
  3. შემოწმება — თუ ბალანსი დაბრუნდა, კავშირი მუშაობს. იქვე გაგზავნე სატესტო SMS.
  4. შეკვეთები — ჩართე ის სტატუსები, რომლებზეც შეტყობინება გინდა.

პირველ ჯერზე სასარგებლოა სატესტო რეჟიმი: შეტყობინება ჟურნალში ჩაიწერება, ბალანსი კი არ იხარჯება — ჯერ შაბლონებს ნახავ, მერე ჩართავ.


დასაყენებელი პლაგინი სრული ქართული ინტერფეისით, uBill-ის თვითკმარი კლიენტი (Composer არ სჭირდება), მიწოდების callback-ის REST მიმღები, ჟურნალის ცხრილი და პლაგინის სუფთა წაშლის სკრიპტი.

კოდი 133 unit-ტესტითა და 46 ინტეგრაციული ტესტით არის დაფარული — ეს უკანასკნელი ცოცხალ WordPress + WooCommerce გარემოში ეშვება.

რა განახლდა — ვერსია 1.0.0

1.0.0

პირველი გამოშვება.

  • შეკვეთის შვიდივე სტატუსზე ცალკე შაბლონი და ჩამრთველი
  • ადმინის შეტყობინება ახალ შეკვეთაზე, რამდენიმე ნომერზე
  • ანგარიშის მოვლენები: რეგისტრაცია და პაროლის შეცვლა
  • ფონური გაგზავნა — checkout არ ყოვნდება
  • ჟურნალი მიწოდების ქრონოლოგიით და callback-ის REST მიმღები
  • HPOS თავსებადობა
  • სატესტო რეჟიმი: ჟურნალი ივსება, ბალანსი არ იხარჯება

110.00 ₾

გადახდის შემდეგ ჩამოტვირთვის ბმულს ელფოსტაზე მიიღებთ.

შეფასებები

შეფასებას ტოვებს მხოლოდ მყიდველი — შედი ანგარიშში და შეიძინე პროდუქტი.

ამ პროდუქტს შეფასება ჯერ არ აქვს — პირველი შენ დაწერე.